საქართველოში ამერიკული მოცვის პოპულარობა დღითიდღე იზრდება

საქართველოს აქვს ძალიან ხელსაყრელი კლიმატი, რომელიც ამერიკული მოცვის პლანტაციების დაარსების და გაშენების  საშუალებას იძლევა. თავისი გემოსა და ჯანსაღი თვისებების გამო, აღნიშნულმა კენკრა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ მხარდამჭერს იძენს. საქართველოში იზრდება  ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და დიდი ზომის მოცვის კენკრა. კენკრის  მოსავლის სეზონი ადრეულ პერიოდისთის მოდის მაისიდან ივნისამდე, როდესაც ევროპაში და სხვა ქვეყნებში მოსავალი  ჯერ  არ მოდის.  აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში ხსესენებული კეკნკრის გაყიდვა საკმაოდ  მომგებიანია. უფრო და უფრო მეტი ქართველი ირჩევს ამერიკული მოცვის პლანტაციის გაშენებას.

გასაშენებლადრეკომენდირებული ჯიშები?

ამერიკული მოცვის ყველაზე პოპულარული ჯიშებია Legacy, O’neal, Sweat heart, Bluecrop, Patriot  (ლეგასი,და ო’ ნეილ, სვიტ ხარტი, ბლუკროპი, პატრიოტი) .  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გამოცდილი გამშენებლისგან შეძენილი პროდუქცია წარმატების მხოლოდ ნახევარს ნიშნავს. სრული წარმატების მისაღებად გათვალისწინებული უნდა იქნას  ნიადაგის შესაბამისი მომზადებაც, რომელზეც უნდა გაშენდეს მცენარეები მომდევნო წლების განმავლობაში. ზემოხსენებული წარმოადგენს   ორ    საკვანძო ვითარებას პლანტაციის გაშენების კარგი  დასაწყისისათვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პლანტაციის სწორად წარმართვა – ამ შემთხვევაში ყოველთვის მიზანშეწონილია კონსულტაციის მიღება უფრო გამოცდილ ადამიანებისგან, რათა მათი მრავალწლიანი ცოდნის  და გამოცდილების გათვალისწინებით თავი დაიზღვიოთ შესაძლო პრობლემებისგან.

რაუნდაგავაკეთოთმაღალიმოსავლისმისაღებად?

პროფესიონალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად უზარმაზარი ჩართულობისა და დაინტერესებულობისა, რაც ქართველებს გააჩნიათ, მათ ჯერ კიდევ არ აქვთ გამოცდილება სუპერხილის წარმოებაში, ამიტომაც მიზანშეწონილია მათთვის შემოთავაზებული დახმარების გამოყენება. მხოლოდ იმ ადამიანმა, ვინც წლების განმავლობაში დაკავებულია ამერიკული მოცვის გაშენებით, იცის თუ რა უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს მისთვის სასურველი შედეგი. მოცვის გასაშენებლად ასევე მნიშვნელოვანია სათანადო და შესაბამისი დოზით სასუქების დამატება, ასევე მცენარის დამცავი საშუალებების სწორი პროპორციების გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ ყველა რჩევას, შესაძლებელი იქნება  ჰექტარზე მიიღოთ 10 ტონამდე მოსავალი. აღნიშნული რაოდენობის მიღება შესაძლებელი სწორად ჩატარებული სამუშაოს შედეგად. ევროპაში ამერიკული მოცვის მწარმოებელი ლიდერებია: პოლონეთი და ესპანეთი, მაგრამ საქართველოს გააჩნია ყველა პირობა რათა შეუერთდეს მათ.

სადშეგიძლიათმხარდაჭერისმოპოვება?

ცენტრალურ პოლონეთში წლების განმავლობაში არსებობს კრუპინსკების მემცენარეობის მეურნეობა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში ამერიკული მოცვის გაშენებას. ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია მაღალი ხარისხის კენკრის ნერგების გამოყვანაზე.  გამომდინარე იქიდან,  რომ  ჩვენ საკუთარი პლანტაციებიც გაგვაჩნია,  ყველა ჩვენს მიერ გაცემული რჩევა საფუძვლიანია და წლების მანძილზე შემოწმებული. ჩვენ დიდი სიამოვნებით ვუზიარებთ ჩვენს რჩევას მომავალ პარტნიორებს.

ჩვენი მეურნეობის ხელშეწყობით წელს საქართველოში, კერძოდ გურიაში და კახეთში ახალი პლანტაციები გაშენდა. დამატებითი ინფორმაცია მოცვის შესახებ იხილეთ ჩევნს ინტერნეტ გვერდზე: www.krupinscy.com