ჩვენს მეურნეობაში, ვეგეტატიური გამრავლების წყალობით, შეგიძლიათ მოიპოვოთ კამჩატკური ცხრატყავას  ნერგები. კამჩატკური ცხრატყავას ფესვთა სისტემა საკმაოდ რთულია, მაგრამ თანამედროვე ბაღის სათბურებში მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნის დახმარებით, მოვახდინეთ აღნიშნული მცენარის გამრავლება. ახალი ამონაყარის მიღება შესაძლებელია ადრეული გაზაფხულიდან, რაც ძალიან დაგვეხმარება.

ჩვენ გთავაზობთ, ერთწლიან ნერგებს – P9 მოცულობის კონტეინერებში, ორწლიანი-C1,5 მოცულობის კონტეინერში და სამწლიან ნერგებს – C3 მოცულობის კონტეინერში, თუმცა ერთწლიანი ყველაზე გაყიდვადია. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ფესვთა სისტემა იყოს კარგ მდგომარეობაში, ასევე მნიშნვნელოვანია ბუჩქის გაშლა. აღნიშნულის მიღება შესაძლებელია ნერგის  მრავალჯერ გასხვლით, შედეგად მიღებულია ისეთი ნერგი რომელიც იდეალურად იტანს ტრანსპორტირებას.

ნერგების ფასი, პირველ რიგში, დამოკიდებულია შერჩეულ ჯიშზე, მის ასაკზე და შეკვეთის სიდიდეზე. საბითუმო შეკვეთის შემთხვევაში შესაძლებელია მოლაპარაკების წარმოება. ჩვენს თვითოეულ კლიენტს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენს პროფესიონალურ დახმარებას მცენარეების არჩევისას.

ცხრატყავას ჯიშები

ჯიშის თვისებებიდამწიფების სეზონინაყოფიერებაყინვაგამძლეობადაავადების მიმართ წინააღმდეგობამრავალფეროვნება ხილი
აურორა საშუალო მაღალიმაღალი მაღალი დესერტი და გადამუშავება   ოვალური, წაგრძელებული, ძალიან გემრიელი
ჰონეიბი საშუალო მაღალიმაღალი მაღალი დესერტი და გადამუშავება წვნიანი, მჭახე გემოს მქონე
ინდიგო ჯემი საშუალო ძალიან მაღალი მაღალი მაღალი დესერტი და გადამუშავება ძალიან ტკბილი, შედარებით პატარა ზომით
ვოიტეკი ადრეული ძალიან მაღალი ძალიან მაღალი საკმაოდ დიდი დესერტი და გადამუშავება დიდი, მოტკბილო-მომჟავო, წვნიანი, ძალიან გემრიელი
ზოიკა ადრეული მაღალი ძალიან მაღალი მაღალი დესერტი და გადამუშავება დიდი, ბურთული-ოვალური ფორმის, ძალიან გემრიელი

1. აურორა

აღნიშნული კანადური ცხრატყავას ჯიში შეიქმნა რუსული სოლოვეის და იაპონური MT46.55-ის შეჯვარების შედეგად. იგი 2012 წლიდან რეკომენდებული და ხელმისაწვდომია კულტივირებისთვის. გამოიყენება კომერციულ პლანტაციებზე როგორც განსაკუთრებულად ეფექტური დამმტვერებელი. Aurora აურორას ჯიშის ბუჩქის ამონაყარი იზრდება ზევით, რაც მას ხდის კომპაქტურს.  ხსენებული ჯიშის ფოთლები მუქი მწვანე  ფერისაა, შედარებით დიდი და ელიფსური ფორმით.  მცენარე საჭიროებს დამტვერვას,  ვინაიდან მის გარეშე მოსავლის რაოდენობა იქნება მიზერული. კარგი დამტვერვის მაგალითისთვის  შეგვიძლია მოვიყვანოთ (Aurora) აურორა ჯიშის  Honeybee ჰონეიბის   სახეობა. მისი ნაყოფს აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა და დამახასიათებელი მუქი ფერი. მოსავლის აღება შესაძლებელია მექანიკურად, რადგან შედარებით თანაბრად მწიფდება და ადვილად შესამჩნევია. გემო: ტკბილი, ძალიან გემრიელი. კამჩატკის ცხრატყავის ჯიშისგან განსხვავებით არ ცვივა. შესანიშნავია როგორც პირდაპირი მოხმარებისთვის, ასევე დესერტებისთვის და ყველა სახის კონსერვისთვის.

2. ჰონეიბი

შემდეგი კანადური ცხრატყავას ჯიში რომელიც წარმოადგენს კამჩატკური ცხრატყავას სახეობას,  შეიქმნა სუვენირის (Suvenir) ასევე ბლიუ პაციფიკის (Blue Pacific ) შეჯვარების შედეგად. აღნიშნულ სახეობას ახასიათებს მაღალი მოსავლიანობა. ბუჩქი საკმაოდ გაშლილია, მისი სიმაღლე შეადგენს 150 სმ, ხოლო სიგანე120 სმ. იგი საკმაოდ სწრაფად იზრდება ამასთანავე გამოირჩევა ნაყოფიერობით. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით გამოსადეგია საკომერციო მიზნებისთვის. ხენებული სახეობისთვის არაჩვეულებრივი დამმტვერებელი იქნება Indigo Gem-ი რომელიც ასევე უხდება ბორეალის Borealis კენკრასაც.

ნაყოფს  საკმაოდ მჭახე, ოდნავ  მომჟავო გემო აქვს, მაგრამ ამავდროულად ძალიან წვნიანი. მისთვის დამახასიათებელია ცილინდრული და მოგრძო ფორმა, იისფერის შეფერილობით, დაფარული რუხი ცვილის საფარით. ამ სახეობას ახასიათებს ყუნწების დაჭკნობამდე შენარჩუნება, ამის გამო მიზანშეწონილია მოსავლის მექანიკური შეგროვება. მოსავალის სიმწიფე მოდის ივნისის მეორე ნახევარში, რაც შეეხება ნაყოფიერობას, ერთ ბუჩქზე მოდის 5 კგ-მდე მოსავალი. ნაყოფი განსაკუთრებით ფასეულია წვენების, ჟელეებისა და განსაკუთრებული ღვინოების დამმზადებისთვის.

3. ინდიგო ჯემი

კამჩატკის კენკრის კანადური ჯიში, რომელიც შედარებით ახლახანს იქნა აღმოჩენილი. ეს წარმოუდგენლად ნოყოფიერი და გემრიელი ჯიშია, რომელიც დღეს საუკეთესოთა შორის ერთ-ერთია გაშენებისა და სასარგებლო თვისებების გათვალისწინებით. ცოტა ხნის წინ ასევე აღიარეს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტიული ჯიში. აღნიშნული სახეობის ბუჩქის სიმაღლე შეადგენს 150 სმ, ხოლო სიგანე120 სმ. იგი ხასიათდება საშუალო ზრდის ტემპით,  ამონაყარი იზრდება ზევით, ბუჩქი გაშლილი ფორმისაა და საკმაოდ ნაყოფიერი. აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით გამოსადეგია საკომერციო მიზნებისთვის. ყვავილობის პერიოდი მოდის აპრილის თვეზე, მაგრამ აღნიშნული სახეობა -8 ცელსიუს ყინვას უძლებს. Indigo Gem ინდიგო ჯემი საუკეთესო დამმტვერებელია Aurora აურორა ჯიშის Honeybee ჰონეიბისათვის. ნაყოფს მოგრძო  და ოვალური ფორმა აქვს, მუქი იისფერის შეფერილობით, საკმაოდ ტკბილი, ხორციანი ძალიან წვნიანი და გემრიელი.  იდეალურია  უშუალო გამოყენებისათვის და ასევე კონსერვების დასამზადებლად. მოსავლის  აღება მიზანშეწონილია ხელით და  მექანიკურად. მოსავალის სიმწიფე მოდის ივნისის მეორე ნახევარში, რაც შეეხება ნაყოფიერობას ერთ ბუჩქზე მოდის 5 კგ-მდე მოსავალი.

4. ვოიტეკი

კამჩატკას ცხრატყავას ჯიშის სახეობა, რომელიც წარმოშობით პოლონეთიდანაა. იგი გამოყვანილ იქნა  ზოფია და ჰიერონიმ ლუკაშევსკის მიერ,  გამოირჩევა მაღალი გამძლეობთ როგორც დაბალი ტემპერატურის -45  ასევე კამჩატკის ცხრატყავას დამახასიათებელი დაავადებების მიმართ. ბუჩქს აქვს სფერული, შედარებით კომპაქტური ფორმა, იზრდება ძლიერი. მისი სიმაღლე  150 სმ აღწევს, ხოლო ნაყოფს პირველზე წელს იძლევა. იგი ტრადიციულად, ძალიან ადრე ყვავილობს. მისთვის დამტვერვა შეიძლება იყოს განხორციელებული პოპულარული სახეობით (ზოიკა) Zojka ან  Duet(დუეტი)-ს ჯიშით. Wojtek ჯიშის ნაყოფი ძალიან დიდი და გემრიელია, ლურჯი ფერით, დაფარული ნაცრისფერი ცვილით, მისი სიგრძე შეიძლება იყოს 3 სმ-მდე, რაც მას მართლაც უზარმაზარს ხდის ცხრატყავას კენკრებს შორის. მისი კოლექტიური სიმწიფე მაისის და ივნისის ბოლოს მოდის. რეკომენდებულია მოსავალის ხელით   მოკრეფვა, მაგრამ ასევე შესაძლებელია მისი მოკრეფა მექანიკურიად. მკაფიოდ გამოხატული გემოს გამო ხილის მიწოდება რეკომენდებულია როგორც უშუალო მოხმარებისთვის, ასევე ყველა სახის დესერტისა და კონსერვების დამზადებისთვისაც – როგორც ტრადიციული, ასევე უფრო ინოვაციურიც.

5. ზოიკა

კამჩატკას ცხრატყავას სახეობის ჯიში, წარმოიშვა პოლონეთიდან. აღნიშნული ჯიში, მეორე პოლონური ჯიშის ვოიტეკისგან (Wojtek) განსხვავებით, ყვავილობას იწყებს და ნაყოფს იძლევა

რამდენიმე  დღით ადრე. მას ახასიათებს ყინვა და სხვა კამჩატკის ცხრატყავასთვის დამახასიათებელი დაავადებების მიმართ გამძლეობა.ბუჩქი, რომელსაც ახასიათებს საშუალო სიჩქარით ზრდა, სფერული ფორმა. მისი სიმაღლე აღემატება 160 სმ, ხოლო სიგანე 130 სმ. Zojka (ზოიკა) – სთვის საუკეთესო დამტვერებელია  Wojtek (ვოიტეკი)  ან Atut (ატუტი) ბუჩქი. ზოიკას  ნაყოფი ბურთისებურია, წაგრძელებულია კამჩატკას ცხრატყავასთვის დამახასიათებელი ნიშნებით. ტრადიციულად დაფარულია ცვილით, რაც მას აძლევს კამჩატკური ცხრატყავას  სტანდარტულ გარეგნობას. ნაყოფის გემო: ტკბილი, წვნიანი,  და  ამავე დროს, გემრიელიც. ნაყოფი ძალიან კარგად ჩერდება  ბუჩქზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსავლის აღება შეიძლება როგორც ხელით ასევე მექანიკურად. შედარებით მაღალია მისი ნაყოფიერება – ერთ ბუჩქზე დაახლოებით 3,5 კგ. ნაყოფი იდეალურია პირდაპირი მოხმარებისთვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია კონსერვების დამმზადება და გაყინვაც. ცუდად უძლებს ტრანსპორტირებას  და ხანგრძლივ შენახვას. მომზადების შემდეგად ინარჩუნებს ფერს.

კამჩატკის ცხრატყავას მორფილოგია

კამჩატკის ცხრატყავას ბუჩქი მიეკუთვნება ცხრატყავასებრთაოჯახს.მის ბუჩქს შეუძლია მიაღწიოს 200 სმ სიმაღლეს. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება სიცოცხლისუნარიანობით – მას შეუძლია  მიაღწიოს ოცდაათ წელს. მცენარის ბუჩქის ფორმაკომპაქტურიადა სფეროსებური, ხოლო მისი სიგანე არ აღემატება 150 სმ-ს. კამჩატკას ცხრატყავას ჯიშის კენკრა  ხასიათდება ყინვისა და გვალვის მაღალი გამძლეობით. ამონაყარის შეფერილობა ცვალებადობს მუქი წითელიდან ყავისფერმდე.  მას ახასიათებს ელიფსური  და მსუბუქად დახრილი ფოთლები, მუქი მწვანე ფერის, ფოთლის გარშემოწერილება ოვალურია, შედარებით დიდი ზომის.

ბუჩქის ყვავილობა მოდის აპრილის დასაწყისში. ამ პერიოდის განმავლობაში  ბუჩქის მოკლე ღეროებზე  ამოდის, საშუალო ზომის,  წაგრძელებული ყვავილები, რომელთა სიგრძე 1.5 სმ აღწევს. მათი ფერი შეიძლება იყოს როგორც ღია ყვითელი, ასევე გლუვი ოქროსფერი. კამჩატკის ცხრატყავას კენკრა ძალიან ორიგინალური ფორმისაა. მათი წაგრძელებული ფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე არსებული მრავალი სხვა კენკრის დამახასიათებელი ფორმებისაგან, აღნიშნულიდან გამომდინარე მათი ამოცნობა ძალიან მარტივია. მათი კენკრა ცილინდრული ფორმისაა, მუქი ლურჯიდან მონაცისფრო იასამნისფრამდე, გემოვნებითი მახასიათებლებია: ტკბილი, ოდნავ მომჟავო, რაც მას ტყის კენკრის გემოვნებას სძენს,  დაფარულია ნაცრისფერი ცვილის საფარით, რომელსაც შეუძლია მას ოდნავ ფერფლისფერი ფორმა შესძინოს. ნაყოფი ხორციანი და ძალიან წვნიანია. მისი სიგრძე არ აღემატება 3 სმ-ს და სიგანე 1 სმ-ს. მოსავალის აღება უნდა განხორციელდეს მაისის შუა რიცხვებიდან, რადგან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. იმ მომენტიდან რაც კენკრა შესაბამის შეფერილობას მიიღებს, მოსალოდნელია კენკრის კანის დასკდომა. მცირე ზომის  გაშლილი მტევნები არათანაბრად მწიფდება, რის გამოც მიზანშეწონილია მისი ხელით მოკრეფა, მაგრამ მიუხედავად ამისა,  შესაძლებელია მოსავლის მექანიკურად აღებაც.