ოჯახური ტრადიცია 1956 წელში

სტეფან კრუპინსკიმ 1950-იან წლებში დაიწყო სანერგე მეურნეობისთვის საკუთარი მასალის წარმოება მისი მებაღეობა დაარსდა მრავალწლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ პოლონეთის ცნობილ და პატივსაცემ სანერგეში ლეონ ბობინსკში, რომელიც მას ცოდნით და რჩევებით ემსახურებოდა სანერგის დაარსებიდან მომდევნო ოცი წლის განმავლობაში წარმოიქმნა ვაშლის, მსხლის, ალუბლის, ატმის და ქლიავის ხეები. სანერგეს გარდა, სანერგესთან დამატებით შეიქმნა ხილის ბაღი რომელიც იყო საყრდენი.

70-იანი წლების ბოლოს სტეფან კუპინსკიმ გააფართოვა თავისი სანერგე მეურნეობა კენკროვანი ხილის ხარჯზე, და მისი ვაჟების ქშიშტოფის,ირენეუშის და ტადეუშის დახმარებით, მეურნეობა ვითარდებოდა და ადაპტირებული ხდებოდა საბაზრო ტენდენციების მიმართ მომდევნო წლების განმავლობაში. 1980-იანი წლების ბოლოს, კარგი საბაზრო პირობების წყალობით, სანერგემ  უკვე აწარმოა ნახევარ მილიონამდე მოცხარის ნერგებს წელიწადში.

2000–2010 წლებში შავი მოცხარის ნაყოფი უკვე მოიყვანებოდა 40 ჰა მიწის ნაკვეთზე მაშინ როდესაც პლანტაციებზე უპირატესი იყო ვაშლის ნაყოფის მოწევება, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, მეურნეობაში კენკროვანი ხეხილის ნერგები გაიზარდა. ძირითადად ამერიკული მოცვის, მოცხარის და კამჩატკის ცხრატყავას კენკრა. ამჟამად, ანდჟეი კრუპინსკი, ირინეოსის შვილი, მონაწილეობს ამ საქმიანობაში, ის მესამე თაობაა, რომელიც დაკავშირებულია ხილის ხეების და კენკროვანი ნერგების წარმოებასთან.

ნერგების გაყიდვა

ევროპული ბაზარი უკიდურესად მოთხოვნადია, აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია საწარმოო მეთოდების მუდმივი დახვეწა, კონკურენციასთან გამკლავების მიზნით. ახალი გადაწყვეტილებების დანერგვის წყალობით, ძალიან კარგი ხარისხის ნერგები იწარმოება ჩვენს სანერგეში.

ნერგები ძირითადად პოლონეთში იყიდება, ასევე,  გერმანიაში, ავსტრიაში, ლიტვაში, ლატვიაში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და საქართველოში.

კონსულტირება

ჩვენ ვართ კენკრის მწარმოებელთა ჯგუფის წევრი  და ყოველწლიურად ვმონაწილეობთ ევროპაში ორგანიზებულ ბაზრობებსა და ხეხილთან დაკავშირებულ ღონისძიებებში, ჩვენ გთავაზობთ საკონსულტაციო მომსახურებას პლანტაციების შექმნისა და მენეჯმენტის სფეროში. ჩვენ მათ ვთავაზობთ როგორც პოლონეთში, ასევე ლიტვაში, ლატვიაში, სლოვაკეთსა და საქართველოში.

საუკეთესო ხარისხის ხილი

ჩვენს პლანტაციებზე  იზრდება მხოლოდ შერჩეული ჯიშები, რომლებიც კარგად მუშაობს პოლონურ კლიმატურ პირობებში. კონკრეტული ჯიშის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაშენების დაგეგმვის ეტაპზე – მცენარეების არჩევისას უპირატესობა ენიჭება როგორც კლიმატს, ისე ნიადაგს და გარემოს, ეს ყველაფერი მოგვიანებით ფასდება კალმების სწრაფი ზრდით, თუმცა დიდი ყურადღებაა საჭირო პოზიციის სწორად მოსამზადებლად. ჩვენ ხილს ვყიდით ძირითადად საზღვარგარეთ, მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის შიდა ბაზარზე.