ჩვენი ფერმის პროფესიონალური რჩევები

როგორც მეურნეობა, ჩვენ ვმუშაობთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი გამოცდილება რამდენიმე თაობას მოიცავს. მრავალწლიანი საქმიანობის წყალობით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პროფესიონალთა ჯგუფს განვეკუთვნებით და ყოველწლიურად ვნერგავთ  სიახლეებს ჩვენი მეურნეობის მცენარეებთან დაკავშირებით. მეურნეობაში, ძირითადად ჩვენ  საქმე გვაქვს ამერიკულ მოცვთან, მაგრამ ჩვენ თანაბარ ყურადღებას ვაქცევთ კენკრის სხვა სახეობებსაც, თითოეული სახეობისა და ჯიშისათვის ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ საუკეთესო პირობები მცენარეებისთვის, რაც მოგვიანებით შეგვიძლია შემოვთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, როგორც ნერგების ასევე  ღირებული ხილის სახით.

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ დახმარებას კონსულტაციის სახით პლანტაციების გაშენების და მასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ. ჩვენი გამოცდილება არის ცოდნა და პრაქტიკა, რომელიც ყოველდღიურად იხვეწება. ჩვენ გამოვხატავთ მზადყოფნას, ცოდნის გაზიარების  და ხელშეწყობის სახით, რათა სხვა მეურნეობებს განვითარების საშუალება მიეცეს.  ჯანსაღი თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ გირჩევთ, არა მხოლოდ შესაფერისი ჯიშების შერჩევას არამედ, ასევე, მიგითითებთ თუ რა არის  გასაკეთებელი იმისათვის, რომ პლანტაციისთვის არჩეულ ზონაში ნიადაგი მაქსიმალურად მომზადდეს შერჩეული მცენარეებისთვის. პლანტაციის გაშენებაზე,  არანაკლებ მნიშვნელოვანია, მცენარეების შემდგომი მოვლა და დაცვა, რომლის შესახებაც ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. ბოლოში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმ ჯიშების  ჩამონათვალი, რომელიც განსხვავებულ მოვლას საჭიროებს.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოცვის ნიადაგი უნდა აკმაყოფილებდეს რიგ კრიტერიუმებს, რომელთა გარეშე ოპტიმალური ზრდა და კარგი ნაყოფის მოწევა შეუძლებელია. იგივე ეხება სხვა კენკროვანებსაც, მაგალითად, კამჩატკის ცხრატყავას კენკრას, წითელ მოცვს, მაყვლისა და ირგას, მაგრამ მათი მოთხოვნები ნაკლებად მკაცრია,  მოცვთან შედარებით. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თითოეულ მცენარეს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ. ამავე დროს, საჭიროა კიდევ ერთი პრობლემის გადაჭრა – ჯიშის სწორი შერჩევა, ამ ეტაპზე, პროფესიონალურ დახმარებაზე წვდომა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი პლანტაციის მომავალი დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის არჩევანზე.  ასევე უნდა იქნას განსაზღვრული, კენკრის დანიშნულება, იქნება ის კონსერვისთვის, პირდაპირი მოხმარებისთვის ან შერეული ფორმით.  აღნიშნულიდან გამომდინარე ისაზღვრება გაშენების მეთოდი.

 არჩევანის გაკეთებისთანავე უნდა გაეცნოთ მოვლის პროგრამას, მათ შორის მოჭრის, განაყოფიერების, მავნებლების, დაავადებებისა და ფრინველებისგან დაცვის შესახებ. სათანადო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე, ძნელია ყველა გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით დასაწყისში, ასე რომ თქვენ უნდა გამოიყენოთ ის, რის შემოთავაზებაც შეგვიძლია ჩვენ.

სასოფლო-სამეურნეო კარიერის დაწყება საკმაოდ რთული ამოცანაა და ის შეიძლება ასე გაგრძელდეს  წლების განმავლობაში სწორი მიდგომის გარეშე. ჩვენ გთავაზობთ იმას რასაც შეიძლება თამამად ეწოდოს ფასდაუდებელი დახმარება. ნუ მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ!