ჩვენ წითელი მოცხარის ნერგებს ვღებულობთ მცენარეული რეპროდუქციით პროცესის დახმარებით, რაც თავის მხრივ გვაძლევს მისი გაშენების  უდიდეს შესაძლებლობებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა როგორც ტრადიციული ბუჩქოვანი, ასევე ხის ფორმის მოცხარი, რომელსაც  ვაყენებთ ოქროს მოცხარეზე. ბაღის თანამედროვე  სათბურების და ინტენსიური შრომის წყალობით შეგვიძლია განვახორციელოთ მყნობა. ხის წითელი მოცხარის ნერგები არა მხოლოდ ძალიან მიმზიდველია, არამედ, უპირველეს ყოვლისა პრაქტიკული ფორმა გააჩნია. მიღებული ფორმა გვიადვილებს მათზე  ზრუნვას და მოსავლის აღებას.

ჩვენ ვყიდით როგორც ბუჩქნარს, ასევე ხის ფორმის  ნერგებს, ძირითადად ერწლიან მცენარეებს – C-2 ქოთნებში. ჩვენ ასევე გთავაზობთ ორწლიან ბუჩქოვან ნერგებს. გაყიდული ნერგებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია  ნერგების ფესვთა სისტემა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში კარგად უნდა იყოს განვითარებული. ტრანსპორტირებისთვის ვამოკლებთ, რის წყალობითაც ისინი მოგვიანებით ლამაზად იფურჩქნება და ტრანსპორტირების პროცესში ნაკლებად პრობლემურია.

ნერგებისფასიდამოკიდებულიარამდენიმეფაქტორზე:არჩეულიჯიში, მისიასაკიდარაოდენობა. შესაძლებელიაფასზეშეთანხმება. ჯიშის შერჩევის და  შეკვეთის მიცემისას შეგვიძლიათ მიიღოთ პროფესიონალური რჩევა.

წითელი მოცხარის სახეობები

ჯიშის თვისებებიდამწიფების დრონაყოფიერებაყინვაგამძლეობა დაავადების მიმართ წინააღმდეგობამრავალფეროვნება კენკრა
დეტვანი ადრეული მაღალიძალიან მაღალი ძალიან მაღალიგადამუშავება დიდი, მუქი წითელი, ძალიან გემრიელი
ჯონკჰერ ვან ტეტისა ადრეული მაღალი მაღალი ძალიან მაღალი დესერტი – გადამუშავებადიდი, ალუბლისფერი, საკმაოდ მჟავე
რონდომი საშუალო ძალიან მაღალიმაღალი მაღალიგადამუშავება დიდი და საშუალო ზომის, ღია წითელი, გემო-პიკანტური.
როვადა გვიანი ძალიან მაღალი მაღალი ძალიან მაღალი დესერტი – გადამუშავება დიდი, წითელი, ოდნავ მომჟავო, გემრიელი

1. დეტვანი

წითელი მოცხარის სახეობა, რომელიც წარმოიშვა ჯონკჰერ ვან ტეტისა და ჰეინემანს როტე სპატელიეს მყნობის შედეგად. ეს სლოვაკური ჯიში ხასიათდება სოკოვანი დაავადებებისადმი მაღალი გამძლეობით. Detvan დეტვანი თვითმტვერვადია. ამ მოცხარის ბუჩქს აქვს კომპაქტური, ოდნავ გაშლილი ფორმა. ერთწლიანი ამონაყარი საკმაოდ ძლიერია და ხშირი, იზრდება ვერტიკალურად. მრავალწლიანი ამონაყარიც ძლიერია და  განშტოებული. აღნიშნული ჯიშის ფოთლები შედარებით დიდია, ინტენსიური, მწვანე ფერით, ხოლო ფოთლის  კიდეები ოდნავ ტალღოვანია და ზემოთ  შემოხვეულია. ყვავილობა საკმაოდ ადრე იწყება.  დეტვანის ჯიშის ნაყოფი  საშუალო სიგრძისაა, ხოლო მოცვის მტევანი შედგება  20-22 ცალი   კენკრისგან. წითელი  შსეფერილობის კენკრა, სფეროსებურია,  მისი დიამეტრი 1 სმ-ია. აღინიშული ჯიში თანაბრად მწიფდება, ძალიან კარგი ხარისხისაა და რეკომენდებულია როგორც პირდაპირი მოხმარებისთვის, ასევე დამუშავებისთვის. მათი კოლექტიური სიმწიფე ივლისის პირველ რიცხვებზე მოდის, ანუ  იგი მიეკუთვნება ადრეული მომწიფების ჯიშებს. ამ ჯიშის მოვლა და გაშენება უკიდურესად მარტივია, იგი რეკომენდებულია როგორც მოყვარულთათვის ასევე კომერციული კულტივირებისთვის.


2. ჯონკჰერ ვან ტეტისა

ეს ჰოლანდიური ჯიშის წითელი მოცხარის შეიქმნა 1931 წელს, Faya Płodna  ფაია პლოდნა და სკოტჩის Scotch–ის ჯიშების შეჯვარებით, მაგრამ მხოლოდ 1968 წელს იქნა პირველად რეკომენდებული კომერციულ გაშენებისთვის. ჰოლანდიაში მას ხშირად ზრდიან მწკრივებში.
 Jonkheer van Tets ჯონკჰერ ვან ტეტისა  ბუჩქს აქვს სფერული, ოდნავ გაბრტყელებული ფორმა, რომელიც მცენარის ასაკთან ერთად, იწყებს ოდნავ მოდუნებას. აღნიშნული მცენარე იწყებს ზრდას ფესვის ძირითადი ღეროდან, მისი ამონაყარი ძლიერია და ძალიან მძლავრად იზრდება ვერტიკალურად. ამ ჯიშის ფოთლები მრავალფეროვანია, მცირე და საშუალო, რომელიც შედგება 5 ფირფიტისგან ასიმეტრიული, მუქი მწვანე. ფოთლების კიდეები შეკეცილია ზევით და თასის ფორმა აქვს. ყვავილების დიდი რაოდება მოდის ორწლიან ღერებზე, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სხვა ღეროებზე საერთოდ არ ყვავილობენ. Jonkheer van Tets  ჯონკჰერ ვან ტეტისა  ჯიშის ნაყოფი დიდია, სფერული და ალუბლისფერი. იზრდება წაგრძელებულ მტევანზე,  ქვედა ნაწილში კენკრის ნაყოფი უფრო დიდია, მწვერვალისაკენ კი მისი სიდიდე მცირდება. ჯიშის მოსავლის სიმწიფე ივნისის ბოლო დღეებში მოდის და შედარებით მოკლე პერიოდი გრძელდება. ხილი იდეალურია პირდაპირი მოხმარებისთვის, ცუდად ინახება და ვერ იტანს ტრანსპორტირებას.

3. რონდომი

ეს ჰოლანდიური ჯიშის წითელი მოცხარის სახეობაა, რომელიც შეიქმნა (რ.მულტიფლორუმისა (R. Multiflorum), ვერსალსკას ჩერვონას (Wersalska Czerwona)  და გესტისტილის Gestisteel.  შეჯვარების შედეგად. აღნიშნული ჯიშის გაშენება რომელიც მიეკუთვნება ნაყოფიერ ჯიშებს, განხორციელდა 1949 წელს.რონდომის ბუჩქის ფორმა გადატრიალებული კონუსის მსგავსია, ხოლო მისი ღეროები ზევით იზრდება. დეკორატიული ერთწლიანი ღეროები მწვანეა, მოწითალო, მსუბუქი ლაქებით მთელ მის ზედაპირზე. საშუალო და დიდი ზომის 5 ფირფიტიანი ფოთოლი წვრილი დაბოლოებებით.  ფოთლები ყლორტებიდან მართი კუთხით ყვავის. ისინი ტყავისებრი, ძლიერი და ოდნავ მოხრილი არიან მთავარი ნერვის გასწვრივ. აღნიშნული ჯიშის კენკრა არათანაბარი ზომისაა – საშუალოდან დიდამდე. კენკრა გრძელი, კომპაქტური და ცილინდრული მტევნებში. ღია წითელი კანის ქვეშ შეგიძლიათ იხილოთ თესლი. კენკრას საკმაოდ ინტენსიური, პიკანტური გემო აქვს. მოსავლის სიმწიფე ივლისის ბოლოს მოდის, ხოლო მოსავალის აღება მიეკუთვნება ერთ – ერთი ყველაზე ადვილად მოსაკრეფს – აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ავირჩიოთ მოსავლის მექანიკურად აღება. რონდომის მოცხარი უპირველესყოვლისა პოპულარულია მისი  გვიანი მომწიფების  გამო, რაც თავის მხრივ აგძელებს მოცხარის სეზონს.

4. როვადა

ეს ჰოლანდიური ჯიშის წითელი მოცხარის სახეობაა, რომელიც შეიქმნა Fay’s Prolific ფაის პროლიფიკისა და ჰეინემან როტე სპატლესის შეჯვარების შედეგად. აღნიშნული ჯიში ხასიათდება მოცხარისთვის დამახასიათებელი სოკოვანი დაავადებებისადმი და დაბატელი ტემპერატურის მიმართ მაღალი   გამძლეობით.

ბუჩქი  იზრდება ძლიერი და მას აქვს გაშლილი ფორმა. ის იზრდება 180 სმ-მდე. მიზანშეწონილია მისი დარგვა ნახევრად ჩრდილოვან ან მზიან ადგილას. დიდი ზომის 5 ფირფიტიანი ფოთოლი მრგვალი, მუქი მწანე ფერის. იგი ყვავილობს აპრილის ბოლოს, ყვითელი ფერის  ყვავილებით. ნაყოფი დიდი, მიმზიდველი წითელი ფერისაა, შედარებით გრძელი და კომპაქტური მტევანი, რომლის ოდნავ მომჟავო გემო იდეალურად ახასიათებს მოცხარის ტრადიციულ გემოს. როვადას ჯიშის კოლექტიური სიმწიფე  ივლისის და აგვისტოს მიჯნაზე მოდის, ხოლო მისი ნაყოფიერება ძალიან დიდი და საკმაოდ რეგულარულია. კენკრა ძირითადად რეკომენდებულია პირდაპირი მოხმარებისთვის და დესერტებისთვის, ასევე ტრადიციული კონსერვირებისთვის. ნაყოფის დიდი ზომიდან გამომდინარე, რეკომენდებულია კენკრის მტევნების ხელით მოკრეფვა.

წითელიმოცხარის მორფოლოგია

წითელი მოცხარი  მიეკუთვნება ხურტკმელისებრნის ოჯახს, რომელიც იზრდება 200 სმ-მდე. მცენარე მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი ფორმისაა, კომპაქტური ან ოდნავ გაშლილი. ღეროები რუხი-ყავისფერი  ეკლების გარეშე. წითელი მოცხარის ფოთლები  იზრდება ყლორტის მიმართ მართი კუთხით, მათ გააჩნიათ გულის ფორმა, ხოლო ფოთოლი შედგება სამი, ოთხი ან – ყველაზე ხშირად ხუთი –  ფირფიტისან. ყველა ჯიშის ფოთლები არ არის სიმეტრიული, იგივე ეხება ფოთლების ზომას – ერთ ბუჩქზე შეიძლება იყოს  როგორც მცირე, ასევე საშუალო ზომის ფოთლები. მათი ფერი იცვლება მუქი მწვანედან მარადმწვანემდე, ხშირად ხავსიანი, ოდნავ მოხრილი კიდეებით. მისთვის დამახასიათებელია, რომ ფოთლის ზომა იგივეა რაც მისი ყუნწის სიგრძე. აღნიშნული მცენარე მრავალწლიანია, რომლის ყვავილობა ივნისიდან მაისამდე მოდის. წითელი მოცხარის ყვავილები არის მომწვანო – მოყვითალო ან მოწითალო, 8-9 მმ-მდე  ზომით. ყვავილები შეკრულია მტევნებად, ორსქესიანი და რადიალური, ამოზნექილი ყვავილის ფსკერით.   ყვავილები და ყვავილედი  მცირე ზომისაა, პატარა ყვავილის ფურცელით, ახლოს განთავსებული სამტვერე მტვრიანით. მათ არ გააჩნიათ დეკორატიული ხასიათი. წითელი მოცხარის კენკრას ახასიათებს ღია წითელიდან გამჭირვალე წითლამდე, მუქი წითელი და ღვინის ფერამდე კენკრის შეფერილობა. მათი გემო შეიძლება იყოს როგორც პიკანტური და ოდნავ მომჟავო, ისე მოტკიბილო ნოტების მქონე. ყვავილედი შეიძლება იყოს დიდი ან მცირე ზომის, მაგრამ ჩვეულებრივ მუქი. კენკრის ზომა შეიძლება იყოს პატარა, საშუალო ან დიდი, რომრლიც იზრდება მტევნებში, რომლის სიდიდე და სიგრძე დამოკიდებულია ჯიშზე, ასევე როგორც წესი, მტევანი გამოირჩევა კომპაქტურობით.