კენკრის და მისი თვისებები აღწერა

კამჩატკური ცხრატყავას  კენკრა შედარებით ახალი ხილია პოლონეთში, მაგრამ არა მსოფლიოში. ის ფაქტი, რომ ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება, გამოწვეულია მისი გაშენების მზარდი რიცხვით და ეს ძალიან პოზიტიური შეფასებით. კამჩატკურ ცხრატავას კენკრაში დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებების ქონის გამო მან დაიმსაურა  ჩვენს სახლებში გამოჩენა.

როგორ მოქმედებს კამჩატკას ცხრატყავას კენკრა ჩვენს სხეულზე?

კამჩატკას ცხრატყავა უდავოდ ჯანსაღი ხილია. რატომ? ანტიოქსიდანტების ძალიან მაღალი შემცველობით, რომლებიც არა მხოლოდ დიაბეტისგან არამედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს. გარდა ამისა, ისინი იკავებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სიმსივნის წარმოქმნაზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ეს კენკრა შეიცავს დიდი რაოდენობით C და B ვიტამინებს, აგრეთვე მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს და კალციუმს. ეს მიკროელემენტები მუდმივად მიეწოდება ჩვენს ორგანიზმს ისეთი ბუნებრივი გზით, როგორცაა ხილი, აღნიშნულიდან გამომდინარე იზრდება ჩვენი იმუნური სისტემა.

კამჩატკის ცხრატყავას კენკრის ფენოლური ნაერთები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უპირატესად ანტიოქსიდანტად მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელს უშლიან ან აფერხებენ ჟანგვითი სტრესთან ასოცირებული დაავადებების განვითარებას. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც სტატიის დასაწყისშია აღინიშნული, ისინი იკავებენ თავისუფალი რადიკალების დიდ რაოდენობას

აღნიშნული ხილი ამცირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს ათეროსკლეროზის, დიაბეტის და სიმსუქნის რისკს. გარდა ამისა, მცენარეს აქვს ანტისეპტიკური, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული ეფექტებიც.

კამჩატკას ცხრატყავას კენკრის რეგულარული მოხმარება უეჭველად სასარგებლო გავლენას მოახდენს ორგანიზმზე. მისი ჯანმრთელობის გამაძლიერებელი თვისებები მნიშვნელოვნად აძლიერებს ორგანიზმს და იმუნიტეტის გაძლიერებაც ხდება უზარმაზარი რაოდენობით საკვები ნივთიერების მიღებით, რომელსაც შეიცავს კამჩატკის ცხრატყავას კენკრა.

ახალი ხილის გაყიდვის აღწერა

კამჩატკის ცხრატყავას კენკრის ხილის წარმოება ყოველწლიურად მატულობს, მომხმარებელს სთავაზობენ უფრო და უფრო მეტ ახალ ჯიშებს, რომლებიც აცდუნებენ მათ თავიანთი უჩვეულო არომატით, გარეგნობით და უდავოდ გემრიელი გემოთი. ეს განსაკუთრებული და ორიგინალური კენკრა სულ უფრო მეტ მხარდამჭერს იძენს მისი თვისებების გამო, რაც საშუალებას აძლევს მას მნიშვნელოვნად გააძლიეროს ორგანიზმი.

რა ხილი გავყიდოთ?

ჩვენი კამჩატკის ცხრატყავას კენკროვანი კულტურების პლანტაციები მოიცავენ 5 ჰექტარს, რომლის წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლებს შევთავაზოთ ეს გემრიელი ხილი დიდი რაოდენობით. ძალიან გემრიელი, გამორჩეული გემოს მქონე Aurora (აურორა,) ძალიან წვნიანი Honeybee (ჰონეიბი) და პატარა, მაგრამ ტკბილი Indigo Gem (ინდიგო ჯემ) ჯიშის კენკრა. ეს მხოლოდ რამდენიმე სახეობაა შემოთავაზებული სრული სპექტრიდან. ძირითადი ჯიშები, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს დამახასიათებელი სასიამოვნო გემოთი, არიან  Zojka (ზოიკა) და Wojtek (ვოიტეკი) პოლონეთიდან

ჩვენ ვაგროვებთ ჩვენს კენკრას მექანიკურად და ხელით, ეს დამოკიდებულია კონკრეტული ჯიშის თვისებებიდან გამომდინარე. თუ მოსავლის მექანიკურად შეგროვებას გადაწყვეტთ, მაშინ კენკრის შეგროვება ხდება პლასტმასის ყუთებში, ხოლო ხელით შეგროვების შემთვევაში ვიყინებთ 125 გ, 250 გრ და 500 გ შეფუთვებს. მოსავლის აღებისთანავე, კენკრის მოთავსება ხდება მაცივარში, სადაც რამოდენიმე წუთის განმავლობაში მისი  ტემპერატურა 6 გრადუს  ცელსიუს აღწევს, რაც მათ სძენს საუკეთესო  შენახვის შესაძლებლობებს. ჩვენ ვყიდით უმაღლესი ხარისხის ხილს, დაავადებებით და ნაკლოვანებების გარეშე. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხზე, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ჯანსაღი ხილით ვაჭრობისას, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მისი ნივთიერებები.

გაყინული ხილის გაყიდვების აღწერა

სამწუხაროდ, კამჩატკის  ცხრატყავას კენკრის სეზონი არ გრძელდება მთელი წლის განმავლობაში. საკმაოდ  ბევრს სურს საკუთარ სახლში ამ არაჩვეული კენკრის მომარაგება თვეების განმავლობაში.  ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველას არ მოსწონს კონსერვირებული ხილი.  აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია კენკრის გაყინვა. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ საუკეთესო კულტურებისგან მიღებული კენკრის გაყინვას ვახდენთ, რათა გაყინვის შემდეგ არ დაიკარგოს კენკრის უნიკალურ გემო და არომატი.

როგორ გამოიყურება გაყინული კენკრის გაყიდვა?

ჩვენი 5 ჰექტარი კულტურებიდან, ზოგიერთი ჯიშის მოსავლის მნიშვნელოვანი სიმრავლის გამო, ჩვენ შეგვიძლია მათი შეგროვება, რათა მოგვიანებით გავყიდოთ გაყინული ფორმით. ზოიკას და ვოიტეკის ჯიშის კენკრა გვაძლევს საშუალებას მათი გადამუშავების და ასევე გაყინვის. ხსენებული ჯიშის კენკრა არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ შესაძლებელია მისი გაყინვაც – მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე ვარიანტია შემოთავაზებებიდან. ჩვენ ასევე ვზრდით  შემდეგ ჯიშებს: Aurora (აურორა), Honeybee (ჰონეიბი) და Indigo Gem (ინდიგო ჯემი), რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს ბოლო წლებში. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი გაყიდვები როგორც ახალი ხილის ასევე გაყინული ფორმით.

ნაყოფი, რომელსაც ვაგროვებთ ყინვისთვის, მოთავსებულია 25 კგ-იან ტომრებში. კომბაინის მეშვეობით, მოსავლის აღებისთანავე, ხორციელდება კენკრის გაციება და შემდეგ გაყინვა ოპტიმალურ პირობების შენარჩუნებით, რათა გაყინვამ არ იმოქმედოს ხარისხზე და   ყველა ჯანსაღ თვისებაზე. მათი თვისებების გარდა, ისინი ასევე არ კარგავენ გარეგნობას და გემოვნებას, ისე, რომ მათ გალღობის შემდეგაც არ დაკარგონ გემოვნების თვისებები.
აქედან გამომდინარე,  კამჩატკას ცხრატყასვას კენკრასთან  წვდომის უზრუნველსაყოფა შეგვიძლია გვქონდეს მთელი წლის განმავლობაში  და არა მხოლოდ  სეზონის დროს!  ჩვენ მივეკუთვნებით კამჩატკას ცხრატყავას კენკრის პლანტაციათა ასოციაციას – მთელი პოლონელი ფერმერების მასშტაბით.