ამერიკული მოცვის პლანტაციის გაშენება
ამერიკული მოცვი მიეკუთვნება კენკროვან მცენარეებს, რომლებმაც ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვეს. აღნიშნული განპირობებულია საზოგადოების მზარდი ინფორმირებულობით მისი კვების და გემოს თვისებების შესახებ, რაც უდავოდ მაღალია. ბევრი მეწარმე, როდესაც ხედავს მოცვზე დიდ მოთხოვნილებას, იწყებს მოცვის გაშენებას, მაგრამ მიზანშეწონილია ფიქრი იმის შესახებ, თუ საიდან უნდა დაიწყოთ?
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ნიადაგი ამერიკული მოცვის გასაშენებლად?
აღნიშნული კენკროვანი მცენარე უნდა იქნას დარგული იდეალურად მომზადებულ ადგილზე. იმ შემთხევაში, თუ მოსამზაედებელ ეტაპზე რაიმე ელემენტს გამოვტოვებთ, მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მოსალოდნელ მოსავალზე. აღნიშნულისგან თავის დასაცავად მიზანშეწონილია გათვალისწინებული იქნას შემდეგი რეკომენდაციები:
• ქარისგან და მზისგან დაცული ადგილი;
• ქარისგან და მზისგან დაცული ადგილი;,
• ნიადაგის დაბალი pH – დაახლოებით 4-5
• ნეშომპალას მაღალი შემცველობა – დაახლოებით 6-7%,
• მიწისქვეშა წყლების დონე 60-დან 100 სმ-მდე,
• ფოსფორის შემცველობა 2 მგ / 100 გ ნიადაგის დონეზე,
• კალიუმის შემცველობა 3-5 მგ / 100 გ ნიადაგის დონეზე,
• მაგნიუმის შემცველობა 3-4 მგ / 100 გ ნიადაგის დონეზე
ზემოხსენებული მახასიათებლების მქონე ნიადაგის არსებობა პოლონეთში საკმაოდ მცირეა, აქედან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია დარგვამდე მოვახდინოთ ნიადაგის ანალიზების ჩატარება. მნიშვნელოვნად განსხვავებული pH-ის შემთხვევაში, შეგვიძლია კალციუმის ან გოგორდის გამოყენება. ნიადაგში მინერალების ადეკვატური დონის არარსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ნიადაგის მინერალებით გამდიდრება. იმ შემთხვევაში, თუ გაშენებისთვის შერჩეული ადგილი არ არის ბუნებრივად შემოღობილი – უნდა ვუზრუნველყოთ იგი წიწვოვანი ხეების დარგვის საშუალებით.
უნდა გახსოვდეთ, რომ მოცვი საჭიროებს ნეშომპალას შესაბამის დონეს არა მხოლოდ მისი გაშენების მომენტიდან არამედ მომდევნო წლებშიც. საინტერესო გამოსავალს წარმოადგენს ყავისფერი ქვანახშირის გამოყენება, რომელიც ამდიდრებს ნიადაგს ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით და ჩვენი ნერგების ფესვებს ინტენსიური ზრდის საშუალებას აძლევს.
ამერიკული მოცვის დარგვა?
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გახსოვდეთ, თვითდამტვერვის მიუხედავად, მოცვის არის მცენარე, რომელიც საჭიროებს დამტვერვის ხელშეწყობას. რა თქმა უნდა მოსავალს ამის გარეშეც მიიღებთ თუმცა, მისი ნაყოფი და ნაყოფიერება გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე კარგად შერჩეული დამტვერვის დამახასიათებელი მცენარეების შემთხვევაში. პლანტაციების გაშენების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ჯიშების ისეთი დარგვა, რომ მოხდეს მათი ურთიერთმატვერვა. უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზის და ფუტკრის არსებობა, რათა მთლიანად პროცესი სწორად წარვმართოდ.
ამერიკული მოცვის პლანტაციების გაშენებას უნდა ჰქონდეს რეგულარული და თანმიმდევრული ხასიათი. პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, არის ნერგებს შორის მანძილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, რიგებს შორის უნდა იყოს მინიმუმ 2.5 მ დაშორება, ხოლო მწკრივებს შორის მანძილი უნდა იყოს 60-80 სმ. გარდა ამისა, რიგები უნდა ჩამოყალიბდეს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით, რათა ბუჩქებისთვის მზის შუქის დაფარვა იყოს თანაბარი.
ნიადაგის მომზადებისა და სათანადო დარგვის შემდეგ, უნდა გახსოვდეთ შესაბამისი ჰიდრატაციის შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს პლანტაციის დამყარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს, კერძოდ, დარგვისთანავე და მის მომდევნო პირველ წელს. რატომ? მოცვის ადრეული ფესვების სისტემა არაღრმა და შედარებით მკვრივია, ხოლო მისი მგრძნობელობა წყლის ნაკლებობის მიმართ ძალიან მაღალია. გვალვიან პერიოდში, მოცვის პლანტაცია საჭიროებს რეგულარულ მორწყვას.